Tuesday, December 13, 2011

ნარკომანია და დაკარგული წლები


  1. მოსწავლეთა ასაკი-პროექტის განხორციელება ხდება მე-10 კლასში
  2. პრობლემა-დაკარგული წლები
  3. პროექტის მთავარი თემა-რა არის ნარკომანია,რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.კომპიუტერის საშუალებით ინფორმაციის მოძიება და საპრეზენტაციო პროგრამის დახმარებით პრეზენტაციის შექმნა
  4. პროექტის არსი-მასწავლებელი მოსწავლეებს ეკითხება რა არის ნარკომანია,რა იციან მის შესახებ.შემდეგ სთავაზობს ინფორმაციის მოძიების მიზნით გამოიყენონ ინტერნეტი,მოიძიონ ინფორმაცია ექიმთან,პოლიციის მუშაკთან,ნარკომანთან(თუ შესაძლებლობა ექნება) კონსულტაციით,შექმნან ბუკლეტები,ინტერვიუ ჩამოართვან მოსახლეობას,რათა შექმნან სრულყოფილი პროექტი,რომელიც დაეხმარება მათ თანატოლებს უკეთესად გაიგონ ნარკომანიის არსი
  5. განხორციელების გზები-პროექტზე მუშაობის დაწყებამდე,მასწავლებელი დაყოფს მოსწავლეებს ჯგუფებად ან წყვილებად,ჯგუფი ირჩევს ლიდერს,რომელიც ჯგუფის მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი,იგი ეტაპობრივად აწვდის მასწავლებელს ინფორმაციას მიმდინარე სამუშაოს შესახებ,მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს აძლევს სამუშაო თემას,იგი მოსწავლეებთან ერთად აყალიბებს  თუ რა სახის ინფორმაციით უნდა გაკეთდეს ბუკლეტი და როგორი სახით პრეზენტაცია. ბუკლეტი უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:ფოტომასალას,ინტერვიუს(ექიმთან,პოლიციის მუშაკთან,ნარკომანთან),მოსახლეობის აზრს,ინფორმაციას ნარკოტიკის შესახებ(რა საშუალებით ხდება მისი მოხმარება,რა შედეგი მოყვება),რა დაავადებები შეიძლება შეხვდეს ნარკომანს და რა გზით გადაედება მოსახლეობას,რა შედეგით სრულდება ნარკომანის ცხოვრება.  პრეზენტაცია კეთდება ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით.თითოეული ინფორმაცია იყოფა ქვეთავებად.
  6. პროექტის განხორციელების დრო-მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ადგენს სამუშაოს შესრულების დროს (3 კვირა)
  7. ინფორმაციის დროში განაწილება-პირველ კვირას მოხდება ინფორმაციის მოძიება,გაფილტვრა,შერჩევა.შემდეგი დრო დაეთმობა საპრეზენტაციო ვერსიის შექმნას.ჯგუფებში მოხდება ვალდებულებების განაწილება.ვინ მოიძიებს ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით,ვინ ფოტომასალას,ვინ ჩაწერს ინტერვიუს,შემდეგ ვინ გააკეთებსსაპრეზენტაციო პროგრამის მეშვეობით პრეზენტაციას. ეს სამუშაოები სრულდება ეტაპობრივად,წინასწარ დაგეგმილ დროში.მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ახდენენ მოძიებული ინფორმაციის გაფილტვრას,იღებენ დამატებით მითითებებს და რჩევებს. სამი კვირის განმავლობაში მოსწავლეები იძიებენ,ასწორებენ და სწავლობენ მასალას.დათქმულ დროს მოხდება პროექტის სრული ვერსიის წარდგენა.
  8. პროექტის შედეგი-ამ პროექტში მუშაობის მსვლელობისას ბავშვები უკეთ მიეჩვევიან ჯგუფურ და წყვილურ მუშაობას,აზრების გაცვლა-გაზიარებას,ურთიერთ მოსმენას,საკუთარი აზრების გამოხატვას,იმტერნეტის გამოყენებას სასწავლო მაზნებისათვის,ინფორმაციის მოძიებას,საპრეზენტაციო პროგრამაში მუშაობას,პრეზენტაციის შექმნას
  9. პროექტის ხელმძღვანელი-თამუნა თეთრუაშვილი